Belive

"როცა ომზე მიდიხარ, შესაბამისი პასუხი უნდა მიიღო" | შოთა არველაძე რუსული სპორტისთვის დაწესებულ სანქციებზე

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შოთა არველაძე ინტერვიუში რუსული სპორტისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა. "ჰალ სიტის" სპეციალისტი ფიქრობს, რომ ევროპული სამყაროს მიერ გადადგმული ნაბიჯები მართებულია.
"ასეთ დროს ცალკე აღებული სფეროები არ არსებობს. რაც არ უნდა გამიჯნო სპორტი და კულტურა, როცა ომზე მიდიხარ, შესაბამისი პასუხი უნდა მიიღო. სანახევროდ საქმე არ კეთდება და აქამდე რომ სანახევროდ კეთდებოდა, მაგიტომ ვართ ასეთ დღეში," - ამბობს შოთა არველაძე. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთის ნაკრებები თითქმის ყველა სპორტში მოკვეთეს. გარდა ამისა, სანქციები ეხებათ კლუბებსა და ზოგიერთ სპორტსმენსაც.

სხვა სტატიები