Belive

რთული მისიის შესასრულებლად - ჩაკვეტაძე გენტთან ერთად კიევშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ "გენტი" ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში "დინამო კიევს" დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი ბელგიაში უკრაინელთა გამარჯვებით, 1:2 დასრულდა. "გენტმა" იმ 20 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა, ვინც კიევში ხვალ გასამართი თამაშისთვის გაემგზავრა. მცირე პაუზის შემდეგ განაცხადში დაბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე. 21 წლის ქართველმა ვინგერმა 2 კვირის წინ "რაპიდთან" ტრავმა მიიღო და კიეველებთან შინ ვერ ითამაშა.
ბელგიური მედია "გენტის" შანსებს "შეუსრულებელ მისიად" აფასებს, ხოლო ბელგიელებს ჩაკვეტაძე, რომელიც 90 წუთის სათამაშოდ მზად, სავარაუდოდ, არ არის, ძალიან სჭირდებათ.

სხვა სტატიები