Belive

რუბენ დიაშის უცნაური ქმედება ლიდსის წინააღმდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ სიტი" "ლიდსს" დაუპირისპირდა. "ეტიჰადზე" გამართულ უხვგოლიან მატჩში, "მანჩესტერ სიტიმ" მოწინააღმდეგეს 7 უპასუხო გოლი გაუტანა. "ქალაქელებმა" მატჩის სტარტზევე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს - "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელები მთელს მოედანზე დომინირებდნენ და მატჩი ლოგკურ დასასრულამდე მიიყვანეს. ერთ-ერთ ეპიზოდში, რუბენ დიაშმა დაცვის საკმაოდ უხერხულ ხერხს მიმართა. "ლიდსის" შეტევის დროს, დიაში საჯარიმოში დაწვა და ასე შეეცადა შეტევის ჩაშლას. პორტუგალიელი მცველის უჩვეულო ქმედება, ოპერატორებს უყურადღებოდ არ დარჩენიათ.

აღსანიშნავია, რომ "ლიდსს" საკმაოდ რთული კალენდარი აქვს. "ჩელსისთან" და "მანჩესტერ სიტისთან" განცდილი მარცხების შემდეგ, მარსელო ბიელსას გაწვრთნილი გუნდი მომდევნო ორ ტურში, "არსენალსა" და "ლივერპულს" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები