Belive

რუბინი დაისაჯა - ყაზანელები ახალ ფეხბურთელებს ვეღარ დაარეგისტრირებენ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის ფეხბურთის კავშირის პალატამ ყაზანის "რუბინს" ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება აუკრძალა. კლუბს "კრასნოდარი" ივან იგნატიევის ტრანსფერის გამო უჩივის. როგორც ცნობილია, "რუბინს" 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ოფიციალური შეთანხმების მიხედვით დადგენილი თანხა არ გადაუხდია. განცხადების თანახმად, ყაზანელებს ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება იმ შემთხვევაში აღუდგებათ, თუ "კრასნოდარს" ნაკისრ ვალდებულებას შეუსრულებენ. აღნიშნული ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო "რუბინმა" განაცხადიდან ხვიჩა კვარაცხელია ამოიღო. მოახერხებს თუ არა გუნდი 20 წლის ქართველი  ფეხბურთელის დარეგისტრირებას, უცნობია. შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დამთავრდება. ხვიჩას ყველაზე აქტიურად "ტოტენჰემს" უკავშირებენ.    

სხვა სტატიები