რუბინი ხვიჩა კვარაცხელიას ზამთარში არ გაუშვებს

ყაზანის “რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზამთარში ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის დატოვება მოახერხოს.

„ხვიჩა კვარაცხელია გუნდში დარჩება, ზამთარში ტრანსფერი არ იქნება“, – განუცხადა Match TV-ს ყაზანური კლუბის გენერალურმა დირექტორმა.

„საიმანოვმა ასევე ირონიულად აღნიშნა, რომ თუ ვინმე შესთავაზებს 20 მილიონ ევროს ტრანსფერზე, კლუბი გარიგებას გააკეთებს“, – წერს გამოცემა „სპორტბოქსი“.

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა – 20 წლის ქართველის ანგარიშზე 1 გოლი და 3 ასისტია.

 

რუბინი ხვიჩა კვარაცხელიას ზამთარში არ გაუშვებს

სტატიის ავტორი
-