Belive

რუბინის დირექტორი: "ჩემი ამოცანა კვარაცხელიას გაყიდვა არ არის"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთთან ჩატარებული შესანიშნავი თამაშის შემდეგ, რუსულ მედიაში "რუბინის" გენერალური დირექტორის, რუსტემ სალმანოვის ახალი კომენტარი გამოქვეყნდა.
"გაიზარდა თუ არა მისი სატრანსფერო ფასი გუშინდელი თამაშის შემდეგ? გულწრფელი რომ ვიყო, ფასებს საერთოდ არ ვუყურებ. კვარაცხელია რუბინში მყარად დამკვიდრდა, მე კი მომწონს მისი კარიერის განვითარება. ღირებულება რატომ უნდა გაიზარდოს? ჩემი ამოცანა მისი გაყიდვა და იმდენი ხნით შენარჩუნებაა, რამდენითაც შესაძლებელი იქნება," - ამბობს სალმანოვი.
როგორც მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირებას გუშინ ევროპული გუნდის სკაუტები ესწრებოდნენ. სხვადასხვა წყაროების თანახმად, ხვიჩას "მილანის" წარმომადგენელიც აკვირდებოდა.  

სხვა სტატიები