Belive

რუბინის დირექტორი: "ხვიჩას რუბინში დარჩენა? ეს იგივეა, რომ ქუჩაში დინოზავრი შეგხვდეთ"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი დღევანდელი განცხადებით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას წამყვან ევროპულ კლუბში გააგრძელებს.
"შანსი იმისა, რომ ხვიჩა "რუბინში" დარჩება ისეთივეა, რამდენიც ყაზანის ერთ-ერთ ქუჩაზე გოგო დინოზავრს შეხვდეს. 50 - 50-ზეა - შეიძლება შეხვდეს, ან არა. ასეთი ფეხბურთელის დაკარგვა ყოველთვის ძალიან მტკინვეულია . თუმცა, სამწუხაროდ, ის ბებიასთან ეზოში ბურთის სათამაშოდ არ ჩადის. უდიდესი ალბათობით, ხვიჩა ევროპის ტოპ ჩემპიონატში გადავა. გუნდის მენეჯმენტის სოციალური პასუხისმგებლობაც ესაა. მსგავსი მოთამაშეები უნდა გაიყიდნონ. ფეხბურთელის განვითარებაში თავად მონაწილეობ, სიამოვნებას იღებ თამაშით, ის კი იზრდება, როგორც ათლეტი. ფეხბურთის საბაზისო საფუძველია, რომ ითამაშო უმაღლეს დონეზე, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ასე რომ, არანაირი უფლება არ გაქვს, ის დაამუხრუჭო," - ამბობს რუბინის სპორტული დირექტორი. 
ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატის დასრულებულ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა. 20 წლის ვინგერის ანგარიშზე 4 გოლი და 8 ასისტია. შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით არაერთი გუნდი ინტერესდება. დასახელებულ გუნდებს შორის არიან: "ლიდსი", "იუვენტუსი", "მილანი", დორტმუნდის "ბორუსია", "ბაიერნი" და სხვ.

სხვა სტატიები