Belive

რუბინის დირექტორი: "ხვიჩას წასვლით ძალიან დამწუხრებული ვარ"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის "რუბინი" ოფიციალურად დატოვა. ქართველი ფეხბურთელი კარიერას დროებით "დინამო ბათუმში" გააგრძელებს. აღნიშნული ტრანსფერის შემდეგ, კომენტარი გააკეთა რუსული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ.
"კვარაცხელიას წასვლა "რუბინისთვის" დიდი დანაკლისია. ხვიჩას წასვლით ძალიან დამწუხრებული ვარ. უნდოდა თუ არა მას გუნდის დატოვება? ამაზე საუბარი არ მინდა. უსული კლუბებიდან წასვლის უფლება ახლა ყველა ლეგიონერს, ამ შესაძლებლობით ხვიჩამაც ისარგებლა. მისი წასვლით ზუსტად ისევე ვარ დამწუხრებული, როგორც ჩვენი სხვა ლეგიონერების შემთხვევაში ვიყავი," - ამბობს "რუბინის" სპორტული დირექტორი, ოლეგ იაროვინსკი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, FIFA-მ RPL-ის ლეგიონერებს კონრაქტის სეზონის ბოლომდე ცალმხრივად შეჩერების უფლება მისცა. როგორ განვითარდება კვარაცხელიას კარიერა 30 ივნისის შემდეგ, ახლა უცნობია.

სხვა სტატიები