Belive

რუბინის დირექტორი: "ხვიჩათი გერმანული და ინგლისური გრანდები ინტერესდებოდნენ, მაგრამ შემოთავაზება არ მიგვიღია"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსმა საფეხბურთო ფუნქციონერმა 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ციებ-ცხელება გაიხსენა და ის კლუბები დაასახელა, რომელთაც 20 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ჰქონდათ.
"ვის აინტერესებდა კვარაცხელიას დამატება? ერთი მათგანი გერმანიის ბუნდესლიგის ტოპ კლუბია, ხოლო ორი ინგლისის პრემიერ ლიგის ორი საუკეთესო გუნდი. თუ რომელიმე მათგანი ხვიჩას დამატებასთან დაკავშირებით საბოლოო შემოთავაზებას გააკეთებდა, ასი პროცენტით გავყიდდით, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ხვიჩა დიდი, სუპერნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც აუცილებლად წავა ევროპის ტოპ კლუბში. ევროპის ტოპ კლუბმა იყიდოს ქართველი ფეხბურთელი რუსეთის ჩემპიონატიდან, ეს სერიოზული ნაბიჯია, რომელიც კლუბმა უნდა გადადგას. ამას დრო და მოთმინება დასჭირდება. სამწუხაროდ, არცერთს არ გვაქვს მოთმინება და ხვიჩას გაყიდვა ყველამ ჯერ კიდევ მაისში დაიწყო, მაშინ, როდესაც არც ერთი შემოთავაზება არ ყოფილა. ხვიჩას ვუთხარი, თუ შემოთავაზება იქნება, გაგიშვებთ, მაგრამ ყოველდღე ჭორები ჩნდება და ეს მას რთულ სიტუაციას უქმნიდა. ხვიჩა მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. რამდენი გვინდა ამისთვის? ფასი არ შეცვლილა - 20 მილიონი ევრო. მაგრამ ჩვენ ყოველთვის ყველას ვუთანხმდებით", - თქვა ოლეგ იაროვინსკიმ.
2021/22 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის "რუბინის" მაისრუით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. რუსეთის ჩემპიონატის განახლების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელის გუნდი პირველ მატჩს 28 თებერვალს, მოქმედი ჩემპიონის, სანქტ-პეტერბირგის "ზენიტის" წინააღმდეგ გამართავს.    

სხვა სტატიები