Belive

რუბინის დირექტორი: "კვარაცხელია რუსეთში აღარ დარჩება, მას ევროპის ტოპ კლუბში გავყიდით" 

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ყაზანის "რუბინის" სპორტული დირექტორის ოლეგ იაროვინსკის თქმით, უახლოეს მომავალში, კლუბი ქართული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას არ გაყიდის. "არ იყიდება! ასი პროცენტით! "ლოკომოტივიდან" 15 მილიონი ევრო? საერთოდ არავის აინტერესებს მათი შემოთავაზება. აზრი არ აქვს რუსულ კლუბში წასვლას. მას შეუძლია გადადგას შემდეგი ნაბიჯი უკვე ევროპაში, მაგრამ მან იქამდე უფრო ძლიერი ხასიათი უნდა ჩამოიყალიბოს. გაიხსენეთ, სეზონის პირველ ნაწილში ხვიჩა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ იყო, მას აქ სტაბილურად დამკვიდრება სჭირდება, რის შემდეგაც ის აუცილებლად დაგვტოვებს და ევროპაში წავა, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ ძვირადაც. "ლოკომოტივის" ოფიციალური შეთავაზება არ მინახავს. ეს ყველაფერი გალაქტიკიდან მოტანილი ჭორებია. ხვიჩა არ ჩქარობს. ჩვენ ყურადღებით განვიხილეთ სიტუაცია და მისი დამოკიდებულება. ის ბედნიერია, რომ პროფესიონალი ფეხბურთელი გახდა და არ ზრუნავს ამ ეფემერულ მომავალზე, რომელიც დაკავშირებულია ტოპ კლუბებთან. ის მოცემული მომენტით სიამოვნებას იღებს", - თქვა "რუბინის" ხელმძღვანელმა. რუსეთის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში, მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში "რუბინმა" დესპოტოვიჩის ზუსტი პენალტით (1:0) იმარჯვა, 11-მეტრიანი სწორედ 19 წლის ქართველმა მოიპოვა. 43-ე წუთზე, ის სერგეი პორშევლიუკთან შეჯახების შედეგად სავარაუდოდ ტვინის შერყევა მიიღო და მოედანი საკაცით დატოვა. "რუბინს" 11 ქულა აქვს და მეხუთე ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები