Belive

რუბინის დირექტორი: "კვარაცხელია ტრავმით თამაშობს, ის გმირია" 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას მდგომარეობაზე ისაუბრა. "აქამდე ხვიჩას ტრანსფერის შესახებ ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია. არავის არაფერი უთქვამს. არანაირი სერიოზული მოლაპარაკება და კონტაქტი,  არცერთი კლუბის მხრიდან არ ყოფილა გამოხატული ინტერესი.  ის ახალგაზრდა ბიჭია, სანამ არ შეუძლია მუდმივად მაღალ დონეზე თამაში. გარდა ამისა, მან ბოლო მატჩებში ტრავმიანმა, ნემსების დახმარებით ითამაშა.  ის საქართველოს ნაკრებიდან ტერფის ტრავმით დაბრუნდა, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ პრობლემა ზურგში იყო. ხვიჩა დიდი ტკივილების ფონზე თამაშობს, ის ამ მხრივ გმირია. ღმერთმა დაიფაროს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა "რუბინის" დირექტორმა. კვარაცხელია ზედიზედ მესამედ “რუბინის” თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მის აქტივში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 14 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში ორ გოლთან ერთად, 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები