Belive

რუბინის დირექტორი: "კვარაცხელიას არ ეძინა, ის 9 საათის ჩამოსული იყო"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუბინის გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა "სოჭისთან" მოგებული შეხვედრის (1:0) შემდეგ, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
"ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი კლასი კიდევ ერთხელ აჩვენა. ის ყაზანში ცხრა საათის დაბრუნებული იყო. ის ძალიან დაღლილი იყო და ამიტომ ვერ შეძლო მთელი მატჩის თამაში. "სოჭისთან" თამაშის დაწყებამდე, მან გულწრფელად უთხრა სლუცკის, რომ ძალიან დაღლილი იყო. მას არ ეძინა, გადაღლილი იყო, მაგრამ გადაწყვიტა "სოჭის" წინააღმდეგ მაინც ეთამაშა", - თქვა საიმანოვმა.
ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მიმდინარე სეზონში, “რუბინის” მაისურით 21 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი და 8 საგოლე გადაცემა გაკეთებული, ესპანეთისა და საბერძნეთის ნაკრებების კარის დალაშქვრა მოახერხა, სანაკრებო პაუზიდან კლუბში დაბრუნების შემდეგ კი, ულამაზესი გოლით “სოჭისთან” თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.

სხვა სტატიები