Belive

რუბინის გენდირექტორი: "25 მილიონი ხვიჩასთვის კარგი ფასია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რამდენიმე დღეა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით იტალიური "ნაპოლი" დაინტერესდა.
ყაზანის "რუბინის" გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა რუსულ მედიასთან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა: "ნაპოლის" ინტერესის შესახებ არ ვიცი. ოფიციალური შემოთავაზება არ მიგვიღია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ხვიჩას სანაცვლოდ 25 მილიონი კარგი ფასია," - თქვა საიმანოვმა.
კვარაცხელია ყაზანურ კლუბს 2019 წლის ივლისში შეუერთდა. ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს "რუბინთან" კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.    

სხვა სტატიები