რუბინის გენერალური დირექტორი: ,,ხვიჩას არ ეძინა, გამოფიტული იყო, მაგრამ მატჩის ბედი მაინც გადაწყვიტა”

ყაზანის ,,რუბინის” გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა, ,,სოჩისთან” მოგებული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,სოჭი ძალიან კარგი გუნდია, ამიტომ მოგებით გახარებული ვარ. ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი დონე კიდევ ერთხელ აჩვენა. ის ყაზანში 9 საათზე ძალიან დაღლილი დაბრუნდა და 90 წუთი ამიტომ ვერ ითამაშა.

,,სოჭისთან” მატჩის წინ, სლუცკის გულწრფელად უთხრა, რომ გადაიღალა. მას არ ეძინა, გამოფიტული იყო, მაგრამ მატჩის ბედი მაინც გადაწყვიტა,” – განაცხადა საიმანოვმა.


რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ,,რუბინმა” ,,სოჭის” უმასპინძლა და ხვიჩა კვარაცხელიას გოლით 1-0 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზე ,,რუბინის” მაისურით ჩატარებულ 21 შეხვედრაში 4 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა. 20 წლის შემტევს რუსულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

(5166)

რუბინის გენერალური დირექტორი: ,,ხვიჩას არ ეძინა, გამოფიტული იყო, მაგრამ მატჩის ბედი მაინც გადაწყვიტა”

სტატიის ავტორი
-