Belive

რუბინის გენერალური დირექტორი: "რატომღაც, სატრანსფერო საუბრებმა ხვიჩაზე გავლენა იქონია"

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"რუბინის" გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი სიტყვების თანახმად, ევროპულ გუნდებს ქართველი ფეხბურთელის მიმართ სერიოზული დაინტერესება არ ჰქონიათ და ხვიჩას გაყიდვის დიდი სურვილი არც "რუბინს" გააჩნდა.
"კვარაცხელიამ არ დაგვტოვა და მისი გუნდში დარჩენით ძალიან კმაყოფილი ვართ. ჩვენ მისი გაყიდვის ამოცანა არ გვქონია, უბრალოდ, მედიაში არაერთხელ დაიწერა, რომ ხვიჩათი ბევრი კლუბი იყო დაინტერესებული. მის სანაცვლოდ არც ერთი შემოთავაზება არ მიგვიღია - გუნდებს ოფიციალურად არ მოუმართავთ. ხვიჩას სანაცვლოდ რაიმე ოდენობის თანხა არ გამოგვიცხადებია, ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომ მაღალი მოთხოვნები გვაქვს. ერთი რუბლის შეთავაზება მაინც რომ მიგვეღო, მაშინ გეტყოდით, რომ ამაზე თანახმა არ ვარ, მაგრამ ესეც კი არ ყოფილა. ამიტომ, ახლა აღარაფერია სალაპარაკო. მოლაპარაკებისთვის მზად ვიყავით, მაგრამ შემოთავაზება არ მიგვიღია. კვარაცხელია დარჩა, რაც ძალიან გვახარებს. ეს ფეხბურთელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ჩანს, გულშემატკივარსაც შეუყვარდათ ხვიჩა. მათ საშინაო თამაშებზე დიდი ინტერესით სიარული დაიწყეს. ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, როგორც წესი, ევროპულ კლუბების ბევრი ტრანსფერი არ აქვთ, მაგრამ ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ხვიჩა ახლა "რუბინის" ფეხბურთელია. ვფიქრობ, რომ ყველა ამ სატრანსფერო საუბარმა რატომღაც მასზე გავლენა იქონია. კვარაცხელია ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭია, შესაძლოა, ფიქრობდა, რონ წავიდოდა. თუმცა, ახლა ის აუცილებლად დამშვიდდება და ითამაშებს," - ამბობს საიმანოვი.

სხვა სტატიები