Belive

რუბინის ფანებმა კვარაცხელიას გოლი საუკეთესოდ დაასახელეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია "რუბინის" ფანებმა კიდევ ერთხელ გამოარჩიეს. ყაზანელთა ოფიციალურ გვერდზე ჩატარებული გამოკითხვა, რომელსაც თვის საუკეთესო გოლი უნდა გამოევლინა, 19 წლის ფეხბურთელმა მოიგო. "რუბინის" გულშემატკივრის აზრით, კვარაცხელიას მიერ "როტორის" კარში გატანილი ბურთი სექტემბერში საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების ვინგერმა ბურთი ვოლგოგრადელთა ნახევარზე მოიპოვა, რის შემდეგაც მეკარეს აუღებლად დაურტყა.

შეგახსენებთ, რომ "რუბინის" ფანებმა ხვიჩა გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.

სხვა სტატიები