Belive

რუბინის ფეხბურთელი: "ვიტყვი, რომ ხვიჩას გვერდით ვითამაშე"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"რუბინის" ოფიციალურ არხთან გუნდის სერბმა თავდამსხმელმა, ჯორჯე დესპოტოვიჩმა ისაუბრა. ინტერვიუს დროს 28 წლის ფეხბურთელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა.
"როდესაც გუნდთან კონტრაქტი გავაფორმე, ხვიჩას შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. მაშინვე ბიჭებს ვკითხე, როგორი ფეხბურთელი იყო ის. ამის შემდეგ, მომდევნო ვარჯიშებსა და თამაშებზე ყველაფერი უკვე თავად ვნახე. "რუბინში" ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩა ისეთია, რომ იმედი მაქვს დიდ კლუბში მოხვდება, შემდეგ კი ვიტყვი, რომ მასთან ერთად მივარჯიშია და მითამაშია," - თქვა დესპოტოვიჩმა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ სერბი ფორვარდი ყაზანელებს გასული წლის ივლისში შეუერთდა. დესპოტოვიჩის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გოლი და 2 ასისტია.

სხვა სტატიები