Belive

რუბინის პირველი სპარინგი - კვარაცხელია ისევ არ თამაშობს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყაზანის "რუბინმა" ახალი სეზონისთვის მზადების პროცესში პირველი სპარგინგ მატჩი გამართა. ლეონიდ სლუცკის გუნდი "ნიჟნი ნოვგოროდს" დაუპირისპირდა და 2:1 გაიმარჯვა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ხვიჩა კვარაცხელია და მისი მომავალია. აღნიშნულ თამაშის განაცხადში 20 წლის ქართველი ფეხბურთელი არ ყოფილა. ამჟამად უცნობია, აპრილში მიღებული ბარძაყის ტრავმის თუ მოსალოდნელი ტრანსფერის გამო არ უთამაშია დღეს კვარაცხელიას. გეტყვით, რომ "რუბინში" ითამაშა მეორე ქართველმა, ზურიკო დავითაშვილმა. ახალგაზრდა ვინგერი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 45 წუთი გაატარა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა "როტორში" გატარებული 1 სეზონის შემდეგ ყაზანელთა მაისური პირველად მოირგო.

სხვა სტატიები