Belive

რუბინის სპორტული დირექტორი" "ხვიჩა დიდ კლუბში აუცილებლად ითამაშებს, ეს დროის საკითხია"

2 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
ყაზანის "რუბინის" სპორტულმა დირექტორმა, ოლეგ იაროვინსკიმ რუსულ მედიასთან საქართველოს ნაკრების შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი თავის გუნდში შენარჩუნებით ბედნიერია.
"ჩვენი ყველა სატრანსფერო საქმიანობა ექვემდებარება ლოგიკას. იგი მრავალჯერ არის გაწერილი, გააზრებული და განხილული. ეს საქმიანობა არის როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი. გრძელვადიანი პერსპექტივიდან: გვესმოდა, რომ გვჭირდება ფეხბურთელის შეძენა იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა დაგვტოვებდა. ამიტომ, ჩვენ შევიძინეთ ხაკსაბანოვიჩი მის შემცვლელად შევიძინეთ. შემდეგ, უშუალოდ ფანჯრის დროს, ცხადი გახდა, რომ თუ ხვიჩა წავიდოდა, ეს არ მოხდებოდა ისე სწრაფად, როგორც მოსალოდნელი იყო. კვარაცხელია დარჩა და ჩვენ შესაბამისად, ახალწვეულის მარჯვენა ფლანგზე გამოყენება გადავწყვიტეთ. ფანჯრის ბოლოს ხვიჩასთვის საინტერესო ვარიანტები იყო, მაგრამ ევროპულმა კლუბმა საბოლოოდ არ გადადგა ის ნაბიჯი, რომელსაც ველოდით. ასევე, შვეიძინეთ დრეიერი, რამაც იევტიჩისა და საიტოს წასვლის აუცილებლობა გამოიწვია. ამ სიტუაციას ისიც დაემატა, რომ გუნდს როგორც ჩემპიონატში, ისე ევროპულ შეჯიბრებაში უნდა ეთამაშა და საბოლოოდ ყველაფერი ნერვიულობაში გადაიზარდა. შედეგად, ფანჯარა გარკვეულწილად ორაზროვანი აღმოჩნდა. სიტუაცია ძალიან მარტივია: ჩვენ ვრეაგირებთ მხოლოდ რეალურ საგნებზე. ხვიჩა არის დიდი ფეხბურთელი, რომელიც დიდ ევროპულ კლუბში აუცილებლად ითამაშებს. უბრალოდ, ის მხოლოდ 20 წლისაა, მან მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე. ეს ხდება ისე, რომ მოთამაშეები დაუყოვნებლივ არ გადადიან დიდ გუნდში. მაგალითად, მე ჩემს თვალწინ მაქვს ოდეგორის მაგალითი, რომელთან ერთადაც "ვიტესში" ვიყავით. მან გაიარა ორი იჯარა, დაბრუნდა მადრიდის "რეალში" და მხოლოდ ახლა გადავიდა "არსენალში", ხელი მოაწერა გრძელვადიან კონტრაქტს. აშკარა იყო, რომ ის დიდ კლუბში ითამაშებდა, მაგრამ "რეალს" შეეძლო მისი განათხოვრება და ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ხვიჩას ასეთი საჭიროება აქვს. მას არ სჭირდება შუალედური ეტაპი. აქ მისი სჯერათ და თავად ფეხბურთელს უხარია აქ ყოფნა... უბრალოდ, ხანდახან დიდი ნაბიჯის გადადგმას დიდი დრო სჭირდება. ხვიჩა აუცილებლად წავა ევროპულ კლუბში და მისი ტრანსფერი დროის საკითხია", - თქვა ოლეგ იაროვინსკიმ.
ხვიჩა კვაარცხელია, რომელიც საქართველოს ნაკრებს სექტემბრის შეხვედრებში ტრავმის გამო ვერ დაეხმარა, მოედანზე 13 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში "ურალთან" - 4:0 მოგებულ შეხვედრაში დაბრუნდა, საგოლე გადაცემა შეასრულა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მიერ გატანილ ავტო-გოლშიც მიიღო მონაწილეობა. ამ სეზონში 20 წლის ქართველი ვინგერის აქტივში 1 გოლი და ამდენივე საგოლე პასია.

სხვა სტატიები