Belive

"რუბინმა" 10 მილიონ ევროდ არ გაყიდა კვარაცხელია "კრასნოდარში"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვიჩა კავარცხელიას "კრასნოდარში" გადასვლა შეეძლო. ყაზანურმა კლუბმა უარი უთხრა კრასნოდარულს.  "ბიზნეს ონლაინის" ინფორმაციით, "რუბინმა" არ მოისურვა 19 წლის ქართველთან განშორება, თუმცა, "ხარები" მზად იყვნენ როგორც მოთამაშის ყიდვისთვის, ისე მისი იჯარის წესით წასაყვანად. ნახევარმცველის ტრანსფერისთვის "კრასნოდარი" 10 მლნ ევროს სთავაზობდა. გარდა ამისა, "კრასნოდარი" მზად იყო, გამოესყიდა ნახევარმცველის კონტრაქტი და დაეტოვებინა ის იჯარით "რუბინში" ერთი ან ორი წლით, თუმცა ყაზანური კლუბი არ აპირებს, რომ ფეხბურთელი სხვა კლუბისთვის მოამზადოს. ამასთან, ისინი იმედოვნებენ, რომ ორ წელიწადში ხვიჩას სატრანსფერო ღირებულება გაიზრდება და მის გაყიდვას ბევრად მაღალ ფასად შეძლებენ. კვარაცხელია "რუბინში" 2019 წელს მივიდა. მანამდე ის თბილისის "დინამოში", "რუსთავში" და მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა. რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ 10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა  ორი გოლი, ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა და ორი ყვითელი ბარათი მიიღო.

სხვა სტატიები