Belive

რუდიგერი: ,,იმედია, ანჩელოტი კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დამეხმარება''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' ახალწვეულმა, ანტონიო რუდიგერმა, გუნდის მთავარ მწვრთნელზე, კარლო ანჩელოტიზე ისაუბრა:
,,ანჩელოტი მადრიდის რეალში მთავარ როლს თამაშობს. მასთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდი, რომ აქ თამაში მინდოდა. კარლო ანჩელოტისთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, რომ მისგან ბევრის სწავლა შემიძლია და იმედი მაქვს, კიდევ ერთი ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დამეხმარება. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგა რეალის ტურნირია, რადგან ეს გუნდი თავის ნამდვილ სახეს სწორედ აქ ავლენს,'' - განაცხადა რუდიგერმა.
რუდიგერი ,,რეალში'' ,,ჩელსიდან'' თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ,,სამეფო გუნდთან'' 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

სხვა სტატიები