Belive

რუდიგერი: "მიეცით ლივერპულს ტიტული"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ჩელსის" მცველმა ანტონიო რუდიგერმა განაცხადა, რომ "ლივერპულმა" პრემიერლიგის ტიტული უნდა მიიღოს, იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სეზონის განახლება ვერ მოხერხდება. შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპის გუნდს ჩემპიონატის შეჩერებამდე 2 მოგება სჭირდებოდა იმისთვის, რათა ნანატრი ტიტული მოეპოვებინა. მერსესაიდელებმა ჩატარებული 29 მატჩიდან 27 მოიგეს და მე-2 ადგილზე მყოფ "სიტის" 25 ქულით ასწრებდნენ.
"გულწრფელად ვფიქრობ, რომ "ლივერპულმა" ტიტული დაიმსახურა. მერსესაიდელებს შესანიშნავი სეზონი ჰქონდათ და არც კი ვიცი, რამდენი ქულით ლიდერობდნენ ისინი ჩემპიონატს. კლოპის გუნდი პრემიერლიგას ყველა შემთხვევაში მოიგებდა. ასე რომ, შეუძლიათ ტიტული მათ გადასცენ. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ სეზონი დასრულდება და ეს ყველასთვის სამართლიანი იქნება," - თქვა რუდიგერმა.
 

სხვა სტატიები