Belive

რუი კოშტა ბენფიკას პრეზიდენტად დაინიშნა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რუი კოშტა ,,ბენფიკას'' პრეზიდენტი გახდა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 2008 წელს, კარიერის დასრულებისთანავე, რუი კოშტა ლისაბონური კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნა, ივლისში კი, პრეზიდენტის პოსტზე დროებით ლუიშ ფელიპე ვიეირა ჩაანაცვლა. პორტუგალიელი გუნდში 2025 წლამდე იმუშავებს. კოშტა სხვადასხვა დროს ,,ბენფიკაში'', ,,ფაფეში'', ,,ფიორენტინასა'' და ,,მილანში'' თამაშობდა. ყოფილ ნახევარმცველს ეროვნული გუნდის მაისურით ჩატარებულ 94 შეხვედრაში 26 გოლი აქვს გატანილი.


სხვა სტატიები