Belive

რუმენიგე: "გვარდიოლა ნოიერის ნახევარდაცვაში დაყენებას განიხილავდა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ საინტერესო ფაქტი გაიხსენა - მისი თქმით, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობის პერიოდში, პეპ გვარდიოლა მანუელ ნოიერის ნახევარდაცვაში დაყენებას განიხილავდა. "ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, გვარდიოლას სურდა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და ნოიერი ნახევარდაცვაში დაეყენებინა. ამასთან დაკავშირებით, მასთან კამათიც მომივიდა. ერთი მხრივ, მანუელს ისეთი ტექნიკური მონაცემები აქვს, რომ ამ იდეას საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, ნოიერმა მეკარის ფუნქცია სრულიად სხვაგვარად დაგვანახა," განაცხადა რუმენიგემ. გვარდიოლა "ბაიერნს" 3 წლის განმავლოვაში წვრთნიდა. ამ პერიოდში, მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგა ზედიზედ 3-ჯერ მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე ფიასკო განიცადა. აღსანიშნავია, რომ 90-იან წლებში მექსიკელი ხორხე კამპოსი როგორც მეკარის, ასევე თავდამსხმელის პოზიციაზეც თამაშობდა. საკლუბო დონეზე ჩატარებულ 445 მატჩში მას თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში არაერთხელ მოუწია და 34 გოლის გატანა შეძლო.  

სხვა სტატიები