Belive

რუმენიგე: "გვარდიოლამ ცრემლებამდე მიმიყვანა"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
 "მიუნხენის ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე იხსენებს, რომ გვარდიოლამ ის ცრემლებამდე მიიყვანა, როცა 2015 წელს კლუბიდან წასვლის სურვილი შეატყობინა. "მანჩესტერ სიტის" ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "მიუნხენის ბაიერნში" სამი წლის განმავლობაში წარმატებულად იმუშავა და ყველას თავი შეაყვარა. "ბაიერნში" მუშაობის პერიოდში გვარდიოლამ გუნდს 3-ჯერ ბუნდესლიგა, 2-ჯერ გერმანიის თასი და თითოჯერ უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა. გერმანიაში მიღწეული წარმატებების შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა გადაწყვიტა, რომ მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა და "მანჩესტერ სიტის" ჩაუდგა სათავეში. რუმენიგე ამბობს, რომ მას პეპთან ნამდვილი მეგობრობა აკავშირებს და მისი გუნდიდან წასვლა ემოციურად რთული იყო. Bild-თან ინტერვიუში რუმენიგემ განაცხადა:
" 2015 წლის ნოემბრის ერთ საღამოს, რომელიც სამუდამოდ დამამახსოვრდა, გვარდიოლასთან ერთად ვვახშმობდი, რა დროსაც მან მითხრა, რომ კლუბი უნდა დაეტოვებინა. მას ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. პეპი თავიდანვე ღია კარტით თამაშობდა. ემოციური საღამო იყო. ის ტიროდა. მეც ვტიროდი". " გვარდიოლა ძალიან სანდო ადამიანია, რომელთანაც შეგიძლია დრო მხიარულად გაატარო. ურთიერთობას დღემდე არ ვწყვეტთ, ერთმანეთს ხშირად ვწერთ, ჩვენ ნამდვილი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა".
   

სხვა სტატიები