Belive

რუმენიგე: "სუპერ ლიგა ევროპული კლუბების ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ევროპის სუპერ ლიგასთან დაკავშირებით, განცხადება მიუნხენის "ბაიერნის" გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ გააკეთა. მისი სიტყვებით, "ბაიერნი" სუპერ ლიგის ფორმირებაში ჩართული არასოდეს ყოფილა. ბაიერნი იმ რამდენიმე გუნდს შორისაა, რომელმაც სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. დორტმუნდის ბორუსიას, პარი სენ-ჟერმენის, სევილიას, პორტოსა და ლაიფციგის ხელმძღვანელები ახალ საფეხბურთო ფორმატზე გადართვაზე უარს ამბობენ.
"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ევროპულ ფეხბურთში არსებული სტრუქტურა საიმედო ფუნდამენტს წარმოადგენს. ბაიერნი მიესალმება ყველა რეფორმას, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ხორციელდება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ევროპული ფეხბურთის განვითარებისთვის, სწორედ ეს ნაბიჯებია გადასადგმელი. მოდიფიცირებული ჯგუფური ეტაპი ტურნირს უფრო მრავალფეროვანსა და ემოციურს გახდის. მიმაჩნია, რომ სუპერ ლიგა ევროპული კლუბების ფინანსურ პრობლემებს ვერ მოაგვარებს - პრობლემებს, რომლებიც მათ კორონავირუსის პანდემიის შედეგად მიიღეს. ამის სანაცვლოდ, ევროპაში არსებულმა თითოეულმა კლუბმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ფეხბურთელების შემოსავლები და აგენტებისთვის გადასახდელი თანხა ზუსტად შეესაბამებოდეს შემოსავალს - სწორედ ასე მივაღწევთ რაციონალურ გამოსავალს", - განაცხადა რუმენიგემ.

ასევე იხილეთ: ყველაფერი, რაც ევროპის სუპერ ლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ

სხვა სტატიები