Belive

რუმენიგე: "ტიაგოს ბაიერნის დატოვება სურს"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ბოლო დღეების განმავლობაში, სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება ტიაგო ალკანტარას "ლივერპულში" შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით. მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა რუმენიგემ "ბილდთან" ინტერვიუს დროს ხსენებული საკითხი განიხილა: "ტიაგო ტოპ ფეხბურთელთა რიგს განეკუთვნება. ჩვენ ვესაუბრეთ მას და განვიხილეთ ყველა საკითხი. საბოლოო ჯამში კი ესპანელს ახალი გამოწვევის მიღება სურს. ჯერჯერობით "ლივერპულთან" კონტაქტი არ გვქონია, მაგრამ თუ ალკანტარას კლოპთან გადასვლა მოუნდება, ჩვენ მას ხელს არ შევუშლით." შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარა "რეკორდმაისტერში" 2013 წლიდან ასპარეზობს. ამ ხნის განმვალობაშ მან 230 შეხვედრა ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები