Belive

რუმენიგეს მემკვიდრე - ოლივერ კანი ბაიერნში დაბრუნდა 

4 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ლეგენდარული გერმანელი მეკარე ოლივერ კანი ყოფილი კლუბის მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობაში დასაქმდა. ინფორმაცია "რეკორდმაისტერს" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა. უახლოესი 2 წლის განმავლობაში, 50 წლის გერმანელი ბავარიელთა აღმასრულებელი საბჭოს დირექტორის კარლ-ჰაინც რუმენიგეს თანაშემწედ იმუშავებს, შემდეგ კი მის თანამდებობას დაიკავებს. "ბაიერნის" მაისურით 14 წელი ვითამაშე. ეს ბრწყინვალე, ემოციური პეროდი იყო. ამ ყველაფრის შემდეგ კლუბის მარტივად დატოვება და დავიწყება შეუძლებელია. იმ დროის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა კლუბის გენეტიკა უცვლელია. აქ არსებული ტრადიციების გაგრძელება განსაკუთრებული გამოწვევაა. როცა შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია. მთავარი მოტივაცია წარმატების და გამარჯვებების გაგრძელება იყო, რაც ჩემი ხასიათის ნაწილია. ფეხბურთის თამაშის პარალელურად ეკონომიკითა და ფინანსებით ვიყავი დაინტერესებული. 2008 წელს უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე - ყოველთვის განვითარება და ახალი უნარების შეძენა მსურდა. ბოლო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი წამოვიწყე და საკმაო გამოცდილებაც მივიღე. ეს ისეთი რამაა, რასაც უნივერსიტეტში ვერ ისწავლი, ყველაფერს პირველ რიგში გამოცდილება სჭირდება. ვფიქრობ, ამ ცოდნით კლუბის წარმატებაში წვლილის შეტანას მოვახერხებ. მთავარი ამოცანა იქნება საუკეთესო ფეხბურთის ჩვენება და მსოფლიოში #1 სტატუსის ქონა",-თქვა ოლივერ კანმა. კანი "ბაიერნთან" ერთად 8-ჯერ ბუნდესლიგის გამარჯვებული, ექვს-ექვსჯერ კი გერმანიის თასისა და ლიგის თასის გამარჯვებული გახდა. გერმანელმა მეკარემ ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და საკონტინენტთაშორისო თასიც მოიგო.

სხვა სტატიები