Belive

რუმინელმა ფეხბურთელმა მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ინგლისი რუმინეთს დაუპირისპირდა. მიდლსბროში, "რივერსაიდზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. ერთადერთი გოლის ავტორი მარკუს რაშფორდი გახდა, რომელმაც 68-ე წუთზე, თერთმეტმერიანი დარტყმა ზუსტად შეასრულა. ინგლისისა და რუმინეთის დაპირისპირება ევროპული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. მატჩის დაწყების წინ, რუმინელმა ფეხბურთელმა მუხლის მოდრეკაზე უარი განაცხადა. ნიკოლაე სტანჩიუმ მუხლი არ მოიდრიკა და ამ ქმედებით, "სლავიას" ფეხბურთელ ონდრეი კუდელას სოლიდარობა გამოუცხადა. კუდელას "რეინჯერსის" ფეხბურთელ - გლენ კამარასთან მომხდარი ინციდენტის გამო, 10-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. "სლავიას" ფეხბურთელი კამარას წინააღმდეგ რასისტული შეურაცხყოფის გამო იქნა დასჯილი. UEFA-ს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ, კუდელა რასისტული შინაარსის შეურაცხყოფაში დამნაშავედ სცნო და "სლავიას" სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. UEFA-ს გადაწყვეტილებით, ჩეხ ფეხბურთელს 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციის მოხდა მოუწევს და ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. მატჩის დასრულების შემდეგ, სტანჩიუმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა. სტანჩიუს მტკიცებით, კუდელა მტკიცებულებების გარეშე დაისაჯა და სწორედ ამიტომ განაცხადა მუხლის მოდრეკაზე უარი.

"მუხლის მოდრეკაზე უარი განვაცხადე და ამით ჩემს თანაგუნდელ - ონდრეი კუდელას სოლიდარობა გამოვუცხადე. იგი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციით მტკიცებულებების გარეშე, სრულიად უსამართლოდ დაისაჯა. ვფიქრობ მუხლის მოდრეკა გამოსავალი არაა", - აღნიშნა ნიკოლაე სტანჩიუმ.

სხვა სტატიები