Belive

რუმინეთისა და შვედეთის მატჩის დროს რასისტული შეძახილები დაფიქსირდა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში ,  რუმინეთისა და შვედეთის მატჩის დროს ალექსანდრ ისაკის მიმართულებით რასისტული შეძახილები დაფიქსირდა. ჟურნალისტებმა ისაკის და მსაჯის საუბარი გაშიფრეს , რაც ძალიან მალე ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა.
1
ისაკმა ჰკითხა მსაჯს თუ გაიგო მან რაიმე. რამდენიმე წუთის შემდეგ არბიტრმა გააჩერა თამაში და უპასუხა რომ რაღაც გაიგო
მსაჯმა ისაკს ჰკითხა უნდოდა თუ არა მთლიანად მატჩის შეჩერება. შვედმა ფეხბურთელმა უპასუხა, რომ არ იყო ამის საჭიროება.
"რასისტული შეძახილები არ უნდა ხდებოდეს. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა" - განაცხადა ისაკმა

სხვა სტატიები