Belive

რუნი: 10 წლის წინ გვარდიოლა რომ გვყოლოდა, ყველაფერს მოვიგებდით

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ნაკრებს 21-ე საუკუნეში, არაერთხელ ჰყავდა უძლიერესი შემადგენლობა, თუმცა  სამწუხაროდ მათ ვერაფერი მოიგეს. ამასთან დაკავშირებით "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ მცირე კომენტარი გააკეთა. "შეხედეთ ჩვენს 10 წლის წინანდელ შემადგენლობას. ჩვენ გვყავდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები. მე, ბექჰემი, სქოულზი, ჯერარდი, ლამპარდი, ფერდინანდი, ტერი, ეშლი კოული.. სამწუხაროდ ვერაფერი მოვიგეთ. იმ დროს, ჩვენ რომ პეპ გვარდიოლა გვყოლოდა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, აუცილებლად მსოფლიოს ჩემპიონები გავხდებოდით." შეგახსენებთ, რომ ბოლოს ინგლისის ნაკრები, გარეთ საუთგეიტის ხელმძღვანელობით, 2018 წლის მუნდიალზე, ნახევარფინალში ხორვატიასთან დამარცხდა.

სხვა სტატიები