Belive

რუნი: "ამერიკელ ფეხბურთელებს არასაკმარისი ანაზღაურება აქვთ"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"D.C. იუნაიტედის" თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ, MLS-თან დაკავშირებით ისაუბრა და არსებულ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. "ჩემი აზრით, ამერიკელ ფეხბურთელებს არასაკმარისი ანაზღაურება აქვთ. ისინი გაცილებით მეტს იმსახურებენ - ისინი ნაკლებს გამოიმუშავებენ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. იმას არ ვამბობ, რომ უკმაყოფილო ვარ და მომდევნო წელს აშშ-ს დავტოვებ, უბრალოდ უნდა ითქვას, რომ MLS-ში მოთამაშე ფეხბურთელები ძალიან ბევრს შრომობენ და შესაბამის ანაზღაურებას არ იღებენ. ასევე, გუნდებს უნდა შეეძლოთ, ჩარტერული რეისი ნებისმიერ საჭირო დროს განახორციელონ, რაც აშშ-ში არ ხდება," განაცხადა რუნიმ. რუნი "D.C. იუნაიტედში 2018 წლიდან თამაშობს - ინგლისელმა ფორვარდმა 49 მატჩი ჩაატარა, სადაც მან 25 გოლის გატანა და 13 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები