Belive

რუნი ამერიკით უკმაყოფილოა 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეინ რუნიმ, რომელიც კარიერას ამერიკის კონტინენტზე აგრძელებს, MLS-ის შესახებ თავისი აზრი დააფიქსირა. გასაკვირია, თუმცა ვეტერანი ინგლისელი ხელფასის სიმცირეს უჩივის. "MLS-ის მთავარი პრობლემა დაბალი ხელფასებია. შეხედეთ კლუბების შემოსავლებს და დარწმუნდებით, რომ ისინი ფეხბურთელების შრომას არასათანადოდ აფასებენ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ახალგაზრდებს ეხებათ. ამ მხრივ MLS-ი ევროპულ ჩემპიონატებს უნდა ედრებოდეს და არ ფიქრობდეს იმაზე, რომ თავის კონტინენტზე კონკურენტებს აღემატება. ეს სამართლიანი იქნებოდა. რაც შეეხება ტრანსფერებს, ის ამერიკაშიც კი ძალიან მარტივია შესაძლოა დღეს აღმოსავლეთ კონფერენციაში თამაშობდეთ, ხვალ კი დასავლეთში აღმოჩნდეთ",-თქვა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა. რუნის "დი სი იუნაიტედი" ამ სეზონში ფლეი-ოფში გავიდა, თუმცა პირველ რაუნდში "ტორონტოს" დამარცხება ვერ მოახერხა. რამდენიმე თვის წინ, "ევერტონის" გაზრდილმა ფეხბურთელმა ჩემპიონშიფის ბინადარ "დერბი ქაუნთთან" შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმადაც მომავალი წლიდან ის კლუბში მოთამაშე/მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს.

სხვა სტატიები