Belive

რუნი სამშობლოში დაბრუნდა - ინგლისელი დებიუტისთვის ემზადება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეინ რუნი ინგლისში დაბრუნდა - ინგლისის ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს "დერბი ქაუნთის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის რანგში დებიუტი 30 ნოემბერს ექნება. ინფორმაცია ჩემპიონშიფის ბინადარი კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა, სადაც წერია რომ, მე-19 ტურის შეხვედრაში, "ქუინს პარკ რეინჯერსის" წინააღმდეგ 34 წლის ფორვარდი ფილიპ კოკუს ასისტენტობას გაუწევს. ამ ეტაპზე, რუნი, "დერბიში" "დი სი იუნაიტედიდან" განათხოვრებით იმყოფება, 2020 წლის პირველი იანვრიდან, ანუ სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან კი კლუბის ოფიციალური წევრი გახდება, 32-ნომრიან მაისურის მოირგებს და მოთამაშე-მწვრთნელის ფუნქციებს შეასრულებს. 18 ტურის შემდეგ, "თხებს" მე-14 ადგილი უკავიათ და პრემიერლიგის საფლეი-ოფო ზონას 6 ქულით ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები