Belive

რუნი: "ვან გაალი საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც მიმუშავია"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეინ რუნის სერ ალექს ფერგიუსონი 9 წლის განმავლობაში წვრთნიდა - ფერგიუსონთან ერთად, რუნიმ პრემიერ ლიგა (5-ჯერ) და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამის მიუხედავად, ინგლისელი ფეხბურთელი თვლის, რომ საუკეთესო მწვრთნელი, რომელთანაც მას უმუშავია, ლუის ვან გაალია. "ვან გაალი უდავოდ საუკეთესოა, იგი საოცარი ტაქტიკოსია, რომელიც უმცირეს დეტალებსაც კი დიდ ყურადღებას აქცევს. მე მას უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან ვწუხვარ, რომ "მანჩესტერში" მისი კარიერა ასე დასრულდა. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ, როდესაც მწვრთნელი გავხდები," განაცხადა რუნიმ. მიმდინარე სეზონში რუნი შესანიშნავ ფორმაში იმყოფება - მან "დისი იუნაიტედის" შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, რომელთა შორის განსაკუთრებული "ორლანდოსთან" გატანილი გოლი გამოდგა - ინგლისელმა მეტოქეს გოლი საკუთარი ნახევრიდან გაუტანა.  

სხვა სტატიები