Belive

რუნი: ,,ვფიქრობ, რომ მანჩესტერმა რონალდუ უნდა გაუშვას''

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ, კრიშტიანუ რონალდუს მომავალზე ისაუბრა:
,,ვფიქრობ, ,,მანჩესტერმა'' რონალდუ უნდა გაუშვას. არა იმიტომ, რომ მას ტენ ჰაგის გუნდში თამაში არ შეუძლია, ის ყველგან ითამაშებს და გოლებსაც გაიტანს. მგონია, რომ ახლა ,,იუნაიტედი'' ტიტულისთვის საბრძოლველად მზად არ არის, ამიტომ მიზანი უნდა იყოს ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც ამას 3-4 წელიწადში შეძლებს, რასაც გეგმა სჭირდება. თუ რონალდუს წასვლა ნამდვილად უნდა, ,,მანჩესტერმა'' მას ამის უფლება უნდა მისცეს, შემდეგ კი გაიფორმოს ცხრიანი, რომელიც გუნდში 3-4 წლის განმავლობაში იქნება და ,,იუნაიტედს'' წარმატების მიღწევაში დაეხმარება. ტენ ჰაგს დრო სჭირდება,'' - რუნის სიტყვებს The Times-ი ციტირებს.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაერთხელ დაიწერა, რომ კრიშტიანუ რონალდუს ,,მანჩესტერ იუნაიტედიდან” სურდა წასვლა. The Times-ის ცნობით, 37 წლის ფეხბურთელმა ,,წითელი ეშმაკების” ხელმძღვანელობას, სარფიანი შეთავაზების შემთხვევაში, კლუბიდან გაშვების თხოვნით მიმართა. როგორც Times-ი წერს, კრიშტიანუს სურვილი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია. რონალდუს ანგარიშზე ,,მანჩესტერ იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 330 შეხვედრაში 142 გოლი და 71 საგოლე გადაცემაა. თავდამსხმელს კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები