Belive

რუნიდან მოდრიჩამდე - სად გააგრძელებს ხორვატი კარიერას?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მაღალია იმის ალბათობა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ლუკა მოდრიჩმა "მადრიდის რეალი" დატოვოს. ხორვატ ნახევარმცველს უკვე აქვს შეთავაზებები როგორც იტალიის სერია A-დან, ასევე ოკეანის გადაღმიდან. 34 წლის ფეხბურთელი წლის მეორე ნახევარში შესაძლოა ამერიკაში აღმოჩნდეს. 2018 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის გადაბირებით "დი სი იუნაიტედი" ინტერესდება, რომელიც უეინ რუნის ცოტა ხნის წინ გამოეთხოვა. მოდრიჩს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში უმთავრდება, ამრიგად MLS-ში მისი დამატება უსასყიდლოდ შეეძლებათ. ვაშინგტონური კლუბის წარმომადგენლები ლუკას აგენტთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. როგორც ირკვევა, შესათანხმებელი მხოლოდ ანაზღაურების საკითხია, სადაც მსოფლიოს 2018 წლის ვიცე-ჩემპიონის მხარე პრინციპულია. ამ დრომდე "სამეფო კლუბს" გუნდის ლიდერისთვის ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია. ლუკას დამატება მილანის "ინტერის" სურვილიცაა. ამ სეზონში მოდრიჩმა ყველა ტურნირზე 18 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები