Belive

რუნის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით, DC იუნაიტედმა წესები დაარღვია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეინ რუნის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით "DC იუნაიტედმა" MLS-ის წესები დაარღვია.

"ევერტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა ამერიკული კლუბი ივლისში ჩაიბარა. ინგლისელი ფეხბურთელი "DC United-ში" ორი სეზონის განმავლობაში 2018-დან 2019 წლამდე თამაშობდა. სამშობლოში დაბრუნებამდე, რუნიმ ამერიკულ კლუბში 52 მატჩი ჩაატარა და 25 გოლიც გაიტანა. უეინ რუნის მთავარ მწვრთნელად დანიშვნით "DC იუნაიტედმა" MLS-ის წესები დაარღვია და 25,000 დოლარითაც დაჯარიმდა.

MLS-ი კლუბებს თხოვს, რომ კანდიდატებს შორის ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს "არასაკმარისი წარმომადგენლობითი ჯგუფებიდან“ ანუ მინიმუმ ერთი კანდიდატი უნდა იყოს შავკანიანი ან აფროამერიკელი.

"DC იუნაიტედმა, რომელმაც 12 ივლისს უეინ რუნი ახალ მთავარ მწვრთნელად დანიშნა, ამ წესის დაცვა ვერ შეძლო, რის შედეგადაც დაჯარიმდა." - ნათქვამია სამშაბათს გამოქვეყნებულ MLS-ის განცხადებაში.

"DC იუნაიტედმა" უპასუხა ამ განცხადებას სადაც აღნიშნულია, რომ კლუბი პატივს სცემს MLS-ის გადაწყვეტილებას.

რუნის პირველი სეზონი ამერიკაში, არც ისე წარმატებული აღმოჩნდა. კლუბმა 17 შეხვედრაში 17 ქულა დააგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოლოდან მეორე ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები