Belive

რუნის "რენჯ როვერი", კომპანის "მუსტანგი", - ავტომობილები რომლებსაც ფეხბურთელები ყიდიან

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ფეხბურთის ვარკსვლავებს, რომ საუკეთესო მანქანები ჰყავთ ეს ახალი არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი ამ მანქანებს საით "აუტოტრეიდერის" მეშვეობით ჰყიდიან. "The Sun-მა" გამოაქვეყნა ცნობილი ფეხბურთელების მანქანები, რომლებსაც ისინი ჰყიდიან. გადავხედოთ მათ ფასებს. უეინ რუნი - "რენჯ როვერი"( 50 000 ევრო ) 2014 წლის შავი "რენჯ როვერი სპორტი." ინგლისელი ფეხბურთელი მას 50 000 ევროს სანაცვლოდ შეელევა. არსებობს ჭორები იმის შესახებ, რომ ამ მანქანით უეინის მეუღლე დადიოდა. მანქანას 74 000 მილი აქვს გავლილი. მანქანაში დამონტაჟებულია ტელევიზორი, რითიც რუნის ბავშვები მგზავრობისას ერთობოდნენ.
Capture
ვინსენ კომპანი - "ფორდ მუსტანგი"( 49 499 ევრო ) ბელგიელმა მცველმა მანქანა თავის დროზე სალონიდან გამოიყვანა. "მუსტანგს" მხოლოდ 3 000 მილი აქვს გავლილი. მანქანა ამჟამად ისევ ინგლისშია და თავის ახალ პატრონს ელოდება.
მაიკლ კინი - "რენჯ როვერი"( 49 990 ევრო ) ევერტინის მცველი მანქანების დიდი მოყვარულია. მის კოლექციაში ეს საუცხოო მოდელიც შედიოდა, მაგრამ ახლა კინი მას ჰყიდის. 2015 წლის მოდელი, მხოლოდ 33 000 მილი გარბენი, ულამაზესი ინტერიერი და ბევრი საინტერესო სპეციალურად დამატებული დეტალი.
ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინი - "პორშე 911"( 37 500 ევრო) "ჩელსის" ყოფილმა ფეხბურთელმა ეს მანქანა 2003 წელს შეიძინა და მისი მე-4 მფლობელი გახლავთ. მიუხედავად ამისა "პორშე" შესანიშნავად გამოიყურება და არანაირი პრობლემა არ აქვს.

სხვა სტატიები