Belive

რუსეთი უკრაინას FIFA-ში უჩივის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
  • უკრაინამ შოტლანდიისა და უელსის წინააღმდეგ ითამაშა მაისურით, რომელზეც უკრაინის რუკა - მათ შორის ანექსირებული ყირიმია დატანილი.
  • აღნიშნულიდან გამომდინარე, რუსეთმა FIFA-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა.
  • რუსეთმა ყირიმის ანექსირება 2014 წელს მოახდინა, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობა, ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს. 
რუსეთის ფეხბურთის ფედერაციამ, უკრაინის წინააღმდეგ, FIFA-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა. რუსული მხარის გაღიზიანება უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურზე დატანილმა უკრაინის რუკამ გამოიწვია, რომელზეც ანექსირებული ყირიმიცაა დატანილი. უელსის წინააღმდეგ, უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლურჯი ფერის მაისურით ასპარეზობდა, რომელზეც ერთიანი უკრაინის რუკა იყო ამოტვიფრული, ხოლო შოტლანდიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, უკრაინამ ყვითელი ფერის მაისურით იასპარეზა. საერთაშორისო თანამეგობრობა პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და ქვეყნის საზღვრებს - შესაბამისად, ყირიმი აღიარებულია, როგორც უკრაინის ტერიტორია. ერთადერთი გამონაკლისი რუსეთია...
"რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია, FIFA-ს ოფიციალური საჩივრით მიმართავს, რადგან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ორგანიზაციის წესდება უხეშად დაარღვია. კერძოდ, უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზე გამოსახულია ქვეყნის რუკა, რომელზეც ყირიმი უკრაინის ტერიტორიადაა გამოცხადებული", - აღნიშნულია რუსული მხარის განცხადებაში. 
 

სხვა სტატიები