Belive

რუსეთის ჩემპიონატს კიდევ 2 ქართველი ფეხბურთელი ტოვებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მას შემდეგ, რაც FIFA-მ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებს თავიანთ კლუბებთან კონტრაქტის გაწყვეტის და ფინანსური ვალდებულების გარეშე ამ ქვეყნის დატოვების ნება დართო, ქართველი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატს ეტაპობრივად ტოვებენ. 9 მარტს გავავრცელეთ ცნობა, რომ რუსეთს "ურალის" ფეხბურთელები, ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე ტოვებდნენ, ახლა კი ცნობილი ხდება, რომ საქართველოში კიდევ ორი ლეგიონერი, ვოლგოგრადის "როტორის" ფეხბურთელები, ილია ბერიაშვილი და ბექა ქავთარაძე ტოვებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ჩემპიონატს მალე სხვა ფეხბურთელებიც, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილიც დატოვებენ.  

სხვა სტატიები