Belive

რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ახალგაზრდულ გუნდთან ითამაშა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცივილიზებული სამყაროსგან გარიყულმა რუსეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩი გამართა. იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის არ დარჩა ნაკრები, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ითამაშებს, ვალერი კარპინის გუნდი რუსეთის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.
"მატჩს ოფიციალური სახე არ ჰქონია. მეტოქის თამაშის ანალიზიც არ გვქონია. სირცხვილია, რომ ბოლო ორი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატები გამოვტოვე. იმედი მაქვს, რომ 2 წელში ევრო 2024-ზე ვითამაშებთ," - თქვა თამაშის შემდეგ რუსეთის ნაკრებისა და "ზენიტის" ვინგერმა, ანდრეი მოსტოვოიმ.
რუსეთის ნაკრების რიგებში ითამაშა გიორგი ჯიქიამაც. "სპარტაკის" კაპიტანი მოედანზე მეორე ნახევარში შევიდა.