Belive

რუსეთის ნაკრები adidas-ის ახალი ფორმის ჩაცმაზე უარს ამბობს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
რუსეთის საფეხბურთო ფედერაციის თანხმად, ეროვნული ნაკრები adidas-ის მიერ დამზადებულ ახალ ფორმას არ ჩაიცვამს, რომლითაც რუსებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნდა ეასპარეზათ. ახალი ფორმა adidas-ის ოფიციალურ მაღაზიებში უკვე იყიდებოდა. თუმცა მოულოდნელად, რუსეთის საფეხბურთო ფედერაციამ, განცხადება გაავრცელა: "ახალ ფორმაში რუსეთის დროშა უკუღმა არის გამოყენებული. შესაბამისად, მომდევნო მატჩებში, რუსეთის ეროვნული ნაკრები იმავე მაისურით ითამაშებს, რომლითაც საკვალიფიკაციო ეტაპზე თავიდან ასპარეზობდა," ვკითხულობთ განცხადებაში.
რუსეთის ეროვნული ნაკრების საშინაო ფორმა წითელია, შესაბამისად, adidas-მა მთავარ ფორმას, სამკლავურის ადგილას რუსეთის დროშაზე გამოყენებული კიდევ 2 ფერი დაუმატა, თუმცა გერმანული კომპანიის გადაწყვეტილება რუსეთში კრიტიკის ობიექტი გახდა. Twitter-სა და Facebook-სი ვრცელდება რუსი გულშემატკივრების სტატუსები, სადაც ისინი წერენ, რომ ახალი ფორმა მათში სერბეთის დროშის ასოციაციას იწვევს. რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მე-2 ადგილს იკავებს. მომდევნო მატჩს რუსები საკუთარ მოედანზე, ბელგიის წინააღმდეგ გამართავენ, სადაც ისინი კვლავ ძველი ფორმით ითამაშებენ.
 

სხვა სტატიები