Belive

რუსეთის ნაკრები ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის წილისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რუსეთის საფეხბურთო კავშირის განცხადებით, მათი ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. შესაბამისად, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთის ნაკრები მომავალ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

,,მიზეზი უეფას თებერვლის გადაწყვეტილებაა, რომელიც რუსეთის ნაკრებებსა და რუსულ გუნდებს ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას უკრძალავს,'' - წერია განცხადებაში.

ევრო2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 9 დეკემბერს, ფრანკფურტშია ჩანიშნული. ჩემპიონატი კი 2024 წლის 14 ივნისს დაიწყება და 14 ივლისს დასრულდება.

უკრაინაში შეჭრის გამო ფიფამ და უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებები და რუსული გუნდები მკაცრი სანქციებით დასაჯა. რუსეთს სანქციები სპორტის სხვა სახეობებშიც შეეხო.

სხვა სტატიები