Belive

რუსეთის პროტესტმა შედეგი გამოიღო | UEFA უკრაინას ფორმის შეცვლას სთხოვს

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
EURO 2020-ზე საასპარეზოდ, უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ახალმა ფორმამ სყოველთაო ვნებათაღელვა გამოიწვია. უკრაინის ახალ ფორმაზე ქვეყნის საზღვრის კონტურია დატანილი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს. ასევე, მაისურზე ვხვდებით წარწერას: “დიდება უკრაინას - დიდება გმირებს”. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთმა უკრაინელთა ორიგინალური გადაწყვეტილება პოლიტიკურ პროვოკაციად შეაფასა. თავდაპირველად ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნა, რომ უკრაინის ნაკრების ახალი ფორმა სრულად შეესაბამება ეკიპირებასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს.
“EURO 2020-ზე საასპარეზოდ, უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და სხვა ნაკრებების ფორმები სრულად შეესაბამება ეკიპირებასთან დაკავშირებით არსებულ რეგულაციებს”, – აღნიშნული იყო UEFA-ს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის პროტესტმა შედეგი გამოიღო და UEFA-მ პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას ეროვნული ნაკრების ფორმაში ცვლილების შეტანას სთხოვს. UEFA-ს ახალ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის საზღვრის (მათ შორის ოკუპირებული ყირიმის) კონტურების ფორმაზე დატანა რეგულაციებს არ არღვევს. უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფორმაზე ასევე შესაძლებელია წარწერის: "დიდება უკრაინას" დატოვება, მაგრამ UEFA-მ "დიდება გმირებს" პოლიტიკურ სლოგანად მიიჩნია და უკრაინულ მხარეს ფორმიდან ამ წარწერის ამოღება სთხოვა.
222-5

ამ დროისათვის UEFA-ს ახალ მოწოდებასთან დაკავშირებით, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას განცხადება არ გაუვრცელებია.  

სხვა სტატიები