Belive

რუსეთს უეფა სუპერთასის მასპინძლობის უფლებაც ჩამოერთვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფიფამ და უეფამ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსულ გუნდებს საერთაშორისო ტურნირებზე თამაში რამდენიმე თვის წინ აუკრძალა. როგორც ჩანს, მანამ, სანამ უკრაინში ომი გაგრძელდება, სასჯელი ძალაში დარჩება.

Sky News-ის ინფორმაციით, რუსეთი ვერც უეფას სუპერთასს უმასპინძლებს, რომელიც აგვისტოში ყაზანში უნდა გამართულიყო.

ხვალ რუსეთის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლები ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებას აპირებენ და მათი ნაკრებისა და გუნდების საერთაშორისო ტურნირებზე დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავენ. თუმცა, როგორც Sky News-ი წერს, სანამ ომი გრძელდება, ამის შანსი არ არსებობს.

21 თებერვალს ვლადიმერ პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა, 24 თებერვალს კი რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაიწყო.

უკრაინაში შეჭრის გამო, ფიფამ და უეფამ რუსეთის საფეხბურთო ნაკრებები და რუსული გუნდები მკაცრი სანქციებით დასაჯა. რუსეთს სანქციები სპორტის სხვა სახეობებშიც შეეხო.

სხვა სტატიები