Belive

რუსეთთან ამხანაგურ მატჩზე თანხმობის გამო, ბოსნიის ნაკრებს UEFA-სგან სასჯელი ემუქრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოსნიისა და ჰერცეგოვინის ნაკრები, ისევე როგორც მთლიანად ბოსნიური საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთი შესაძლოა სერიოზული სასჯელის წინაშე აღმოჩნდეს.

საქმე ისაა, რომ ბოსნიელებმა რუსეთის ფედერაციის საფეხბურთო ნაკრებთან ამხანაგური მატჩის ჩატარებაზე თანხმობა განაცხადეს, რასაც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს მიღმა საფეხბურთო და არასაფეხბურთო სამყაროს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც ევროპული მედია იუწყება, UEFA განიხილავს ბოსნიის და ჰერცეგოვინის ეროვნული ნაკრების მოხსნას ყველა იმ ტურნირიდან, რომელსაც თავად უწევს ორგანიზებას. ასევე, სასჯელი შეეხება საკლუბო ფეხბურთსაც და ბოსნიური კლუბები ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის ეგიდით ჩატარებულ გათამაშებებში მონაწილეობის მიღებას ვეღარ შეძლებენ.

ამ შესაძლო საფრთხის თავიდან ასარიდებლად ბოსნიაში ამხანაგურ შეხვედრაზე უარის სათქმელად მზადება დაიწყეს.

მნიშვნელოვანია, რომ მატჩის ჩატარებაზე ბოსნიის ნაკრების ყველა დროის ორმა საუკეთესო ფეხბურთელმა, მირალენ პიანიჩმა და ედინ ჯეკომ პროტესტი გამოხატეს.

რუსეთისა და ბოსნიის ნაკრებების დაპირისპირება 19 ნოემბერს, რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარე "გაზპრომ არენაზე" იგეგმება. 

სხვა სტატიები