Belive

რუსეთის საფეხბურთო ნაკრები და კლუბები FIFA 22-დან წაშალეს!

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
EA Sports-მა პოპულარული კომპიუტერული თამაშიდან რუსეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები და რუსული კლუბები წაშალა. Electronic Arts-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ FIFA 22-ის თამაშის მოყვარულები რუსული კლუბებისა და ეროვნული საფეხბურთო ნაკრების არჩევას ვეღარ შეძლებენ. EA Sports-მა FIFA 22-ის მეცხრე განახლება ოფიციალურად წარადგინა. FIFA 22-ში განახლების დაინსტალირების შემდეგ, პოპულარული თამაშიდან მოსკოვის "ცსკა", "სპარტაკი", "ლოკომოტივი" და რუსეთის საფეხბურთო ნაკრები წაიშლება. FIFA 22-ში რუსეთის ნაკრების საშინაო არენასა და რუსულ ატრიბუტიკასაც ვეღარ ვიხილავთ. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს საყვარელ გუნდად, რუსეთის ნაკრები ან რომელიმე რუსული კლუბი ჰქონდა არჩეული, განახლების შემდეგ ავტომატურად წაიშლება და "პარი სენ-ჟერმენი" დაემატება. თებერვლის ბოლოს მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა FIFA-მ და UEFA-მ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომლის თანახმად რუსეთის ნაკრებსა და რუსულ კლუბებს მათ მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობის მიღება აეკრძალა.

სხვა სტატიები