Belive

რუშტუ რექბერს კორონავირუსი დაუდგინდა - მისი მდგომარეობა მძიმეა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თურქეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს - რუშტუ რექბერს, 46 წლის ასაკში კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მისი ცოლი სოციალურ ქსელში წერს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. რუშტუ  "ბეშიქთაშის"; "ფენერბახჩესა" და "ბარსელონას" შემადგენლობაში გამოდიოდა. იგი თურქეთის ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით, თურქეთის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო რეკორდსმენია (120). 46 წლის მეკარე კორონავირუსს ებრძვის, იგი სწორედ მის სამშობლოში დაინფიცირდა. "ჩემი მეუღლე საავადმყოფოში მოათავსეს, მას სამწუხაროდ კორონავირუსი დაუდგინდა. ყველაფერი ნორმალურად იყო, მაგრამ სიმპტომები მომენტალურად განვითარდა, ჩვენ ჯერ კიდევ შოკში ვართ. ეს კრიტიკული და რთული დროებაა. ჩემი ერთადერთი თხოვნა იქნება ხალხისადმი ჰქონდეთ დისტანცია და ურთიერთპატივისცემა. ჩემი და ჩემი შვილების პასუხი უარყოფითია. ის საავადმყოფოშია და მისი ნახვის უფლებას არ გვაძლევენ" - წერს რუშტუს მეუღლე სოციალურ ქსელში.  შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 7,402 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

 

სხვა სტატიები