Belive

რუსი გულშემატკივრების კომენტარები სოციალურ ქსელში რუსეთის გავარდნის შემდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
სანკტ-პეტერბურგსა და კოპენჰაგენში დასრულდა ევრო 2020-ის B ჯგუფი. დანიის ნაკრები გადამწყვეტ ორთაბრძოლაში რუსეთს დაუპირისპირდა. "გაზპრომ არენაზე" კი ბელგიის ნაკრები, რომელმაც 1/8 ფინალის საგზური წინა ტურში გაინაღდა, ფინეთს შეხვდა. კოპენჰაგენში დანიის ნაკრებმა დიდი ანგარიშით გაანადგურა რუსეთი - 4:1, ხოლო ბელგიამ ბოლოს გატეხა ფინეთი და  2:0 მოუგო. ამით ბელგიამ 9 ქულით მოიგო ჯგუფი, დანარჩენმა გუნდებმა 3-3 ქულა დააგროვეს, დანია მე-2 ადგილზეა და მერვედფინალში უელსს შეხვდება, ხოლო ფინეთმა 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. რუსეთმა კი ბოლო ადგილი დაიკავა და ჯგუფში ჩარჩა.
რუსეთის ჯგუფში ჩარჩენას, რუსეთის ფედერაციის სოციალურ ქსელში დადებულ ფოტოზე, სადაც რუსეთის ფეხბურთის ფედერაცია მადლობა უხდის მათ ფეხბურთლებს ბრძოლისთვის, კომენატებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"სამწუხაროდ, მადლობა ვერ გადაგიხდით, რადგან უსუსურები ხართ". 

"ეზოს გუნდი ბევრად კარგ ფეხბურთს ითამაშებდა, სამარცხვინოებო". 

"ჩერჩესოვს რატომ აჩერებთ ვერ ვიგებ, გადადგეს ჩერჩესოვი!". 

"საერთოდ ნუ ითამაშებთ ჩვენთვის, თუ თქვენ ეს არ შეგიძლიათ". 

"თუ არ იბრძოლებ ვერასდროს ვერ მოიგებ, ბრძოლა არ ჩანდა".

ასევე არაერთი კომენტარი იყო გიორგი ჯიქიას საქებარი, სადაც გულშემატკივრები აღნიაშნავდნენ, რომ გიორგი ჯიქია მათ ნაკრებში ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელიც სტადიონზე მუდამ ბოლომდე იბრძვის და ომობს.

სხვა სტატიები